ფეხი იტკინა და ჩხუბი ვეღარ გააგრძელა | მაკგრეგორი ჰოლოუეისთან დამარცხდა
UFC 329-ის მთავარი მოვლენა კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირება იყო. ირლანდიელი მებრძოლის 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებას MMA-ის სამყარო მოუთმენლად ელოდა, მაგრამ ჩხუბმა გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა და მხოლოდ 1 წუთსა და 9 წამს გაგრძელდა.
ორთაბრძოლის სტარტზე მაკგრეგორმა სცადა, ჰოლოუეი გაეკვირვებინა, უცნაურად შეუტია და ჰაი-კიკი გაუშვა, რის შემდეგაც მარჯვენა ფეხი ცუდად დადგა და დაიზიანა. კონორმა ჩხუბის გაგრძელება სცადა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. ოქტაგონის მსაჯმა, მაიკ ბელტრანმა ორთაბრძოლა გააჩერა და ჰოლოუეიმ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.
„კონორ მაკგრეგორი აპლოდისმენტებით გავაცილოთ. ის ნამდვილი ცხოველია. ჩხუბის გაჩერებას ვცდილობდი, მან კი ორთაბრძოლის გაგრძელება სცადა. ფანებო, თქვენ გაგიმართლათ, რადგან კონორისა და ჰოლოუეის ტრილოგიას იხილავთ. UFC-ის დაველაპარაკები და მაკგრეგორთან კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ“, — განაცხადა ჰოლოუეიმ.
ცნობისთვის, ირლანდიელი მებრძოლის დამარცხებით „დალოცვილმა“ კარიერაში 28-ე გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება მაკგრეგორს, მან მეშვიდედ წააგო.