მსოფლიო ჩემპიონატზე მოფარიკავეთა შემადგენლობა ცნობილია
20-30 ივლისს, საქართველოს დედაქალაქი ისტორიაში პირველად, მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
თბილისში გასამართი ტურნირისთვის საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების განაცხადი ცნობილია. ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს.
ხმალი - კაცები:
სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე, ვახტანგ არჩვაძე.
ხმალი - გოგონები:
ლიკა ჯიჯიეიშვილი, ალექსანდრა კუაევა, ანასტასია ასათიანი, ანასტასია ცანავა.
რაპირა -კაცები:
არჩილ უგულავა, დემეტრე კვანტალიანი, პაველ ბორონტოვი, ლუკა რამიშვილი.
რაპირა - ქალები:
ლიზა თაყაიშვილი, ანანო ჯინჭარაძე, ნინო გუდამათიაშვილი, მარიამ ელიავა.
დაშნა - კაცები:
ანზორ ალბრეხტი, სპარტაკ რაზმაძე, ლუკა კვანჭიანი, ლუკა ქათამაძე.
დაშნა - ქალები:
თამილა მურიდოვა, ტატიანა სვანიძე, არინა სკოლუშევა, ბარბარე მებუკე, ქრისტინე კანკია.
როგორც გითხარით, ტურნირი 20-30 ივლისს გაიმართება, შეხვედრებს კი თბილისი არენა უმასპინძლებს.