სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მადრიდში სენიორებს შორის გამართულ მსოფლიო თასზე, Villa de Madrid-ზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში თურქი მეტოქე 15:8 დაამარცხა.

ქართველი სპორტსმენი ტურნირში T64-დან ჩაერთო, პირველ ეტაპზე იტალიელ მასტრულოს 15:11 მოუგო, შემდეგ რუმინელ კოვალიუს აჯობა -  15:7 აჯობა, მერვედფინალში ჩინელი ში შენი დაამარცხა - 15:6.

მეოთხედფინალში რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი პატრის სებასტიანი 15:9 დაამარცხა და ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში კორეელი სპორტსმენის ბარიერი დაძლია -  15:13. მოკლედ, სანდროსთვის წარმატებული ტურნირი იყო, სამშობლოში ოქროს მედლით ბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები