პედი პიმბლეტი
Aa
Aa

გამარჯვება 52 წამში | პიმბლეტმა სენ-დენი პირველივე რაუნდში მოახრჩო

UFC 329-ის თანამთავარ მოვლენაში პედი პიმბლეტი ბენუა სენ-დენის დაუპირისპირდა. „ბედიმ“ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ფრანგი მეტოქე პირველი რაუნდის პირველივე წუთზე, დარსის მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. პიმბლეტს გასამარჯვებლად სულ რაღაც 52 წამი დასჭირდა.

„ვიცოდი, რომ გათიშული იყო. მარკ გოდარდს ვეუბნებოდი, გონება დაკარგული აქვს, სძინავს და შეამოწმე-მეთქი. მთელი კვირის განმავლობაში ვამბობდი, რომ სენ-დენი თეიქდაუნის შესრულებას შეეცდებოდა, ფეხში შევიდოდა და მოვახრჩობდი.

ნამდვილი ობობა ვარ. როდესაც საბმიშენზე გიჭერ, შანსი არაა, თავი დაიძვრინო. ყველამ ჩამომწერა და ამბობდნენ, რომ არაფერი გამომივიდოდა, რადგან ჯასტინ გეიჯიმ დამამარცხა, ახლა სად ხართ? ახლა რა ხდება? ჩემი დრო წასულია? ვის უნდა ჩემი მომდევნო მეტოქე იყოს? ილიას მაგრად ვცემ, ჯასტინთან რემატჩს გავმართავ, კონორს ან მაქსს ვეჩხუბები. სულერთია, მომდევნო ვინ იქნება, ყველას ცხვირ-პირს დავუნგრევ,“— განაცხადა პიმბლეტმა.

ცნობისთვის, „ბედის“ კარიერაში 28 ორთაბრძოლა აქვს გამართული და 24 მოიგო. პიმბლეტს მხოლოდ 4 წაგება აქვს და გეიჯისთან მარცხის შემდეგ ღირსეულად დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სწორი არ იყო“ | ცარუკიანმა მერაბისა და რუსი მოჭიდავის ჩხუბზე ისაუბრა
„ეს სწორი არ იყო“ | ცარუკიანმა მერაბისა და რუსი მოჭიდავის ჩხუბზე ისაუბრა