კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია!
მაკედონიაში მიმდინარეობს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.
97 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში ფრანგი აშაბ დადაევი 10-0 დაამარცხა და ტიტულის დაცვა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა 2025 წლის კონტინენტის პირველობის ფინალშიც ფრანგი ფალავანი, აშაბ დადაევი დაამარცხა.