ლებრონი „კლივლენდის“ განახლებული შემადგენლობით კმაყოფილია
ლებრონ ჯეიმსი როგორც იქნა „კლივლენდ კავალიერსის“ შემადგენლობით აბსოლუტურად კმაყოფილია! დეივ მაკმენანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ლებრონმა ჯეი არ სმიტთან საუბრისას საკუთარი ემოციები ვერ დამალა და „კლივლენდის“ შემადგენლობით აღტაცება გამოხატა.
გაცვლის დედლაინიდან რამდენიმე წუთით ადრე „კავსის“ ხელმძღვანელობამ გუნდიდან დერიკ როუზი, აიზეა ტომასი, იმან შამპერტი, ჯაე კრაუდერი, ჩენინგ ფრაი და დუეინი უეიდი გაუშვა. შეგახსენებთ, რომ გადახალისებული შემადგენლობით „კლივლენდმა“ ზედიზედ 3 თამაში მოიგო და ბოლო ტურში სტუმრად „ოკლაჰომა“ 8 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.