ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ვინისიუსი ბონუსსაც ითხოვს - მოლაპარაკებები შეჩერებულია

თითქმის მთელი წლის განმავლობაში მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელები ვინისიუსთან 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ამ დრომდე შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხეს. იყო მოლოდინი იმისა, რომ ჩაბი ალონსოს სახით ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა ამ მხრივ სიტუაციას გააუმჯობესებდა, მაგრამ არსებითად არაფერი შეიცვალა.

ავტორიტეტული მადრიდული გამოცემების ცნობით, მოლაპარაკებებს ართულებს ფეხბურთელისა და მისი აგენტის პოზიცია - ისინი ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ვინისთვის ყოველწლიურ ხელფასად 30 მილიონი ევროს დანიშვნას ითხოვენ და გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ახალი ხელშეკრულების გაფორმებისთვის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დამატებითი ბონუსიც უნდა მიიღოს.

პარალელურად ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ მიმდინარე მოვლენებს საუდის არაბეთის კლუბების წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან და თუ ვინისიუსმა დარჩენაზე უარი განაცხადა, მასთან მოლაპარაკებებს ისინი წამოიწყებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაცვაში ჩამოსვლა ყველას მოუწევს“ - ჩაბი ალონსოს გეგმები
„დაცვაში ჩამოსვლა ყველას მოუწევს“ - ჩაბი ალონსოს გეგმები