ილია სულამანიძე, ნიკოლოზ შერაზადიშვილი
Aa
Aa

მარცხი შერაზადიშვილთან | ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

უნგრეთის დედაქალაქში, ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეექვსე დღეს, საქართველოს სახელით ილია სულამანიძემ იასპარეზა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

სულამანიძემ პირველი შეხვედრა შომბორ ვეგის წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებლად იმარჯვა. მერვედფინალში, ილია ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდა და დამატებით დროში, იპონით წააგო.

შერაზადიშვილი მეოთხედფინალში გავიდა და მატვეი კანიკოვსკის ხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, ნიკო ზელიმ კოცოიევისა და არმან ადამიანის წყვილის მოგებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოს სახელით ორი ჯუდოკა გამოვა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი იჭიდავებს, ხოლო ქალთა შორის, +78-ში, სოფიო სომხიშვილი გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ღამის კლუბში კაცი დაანოკაუტა | კონორ მაკგრეგორის სკანდალური ვიდეო
ღამის კლუბში კაცი დაანოკაუტა | კონორ მაკგრეგორის სკანდალური ვიდეო