ვიქტორ გიოკერეში
Aa
Aa

„იუნაიტედს რომ ფინალი მოეგო...“ - რომანო გიოკერეშის მომავალზე

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტისა და ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ევროპა ლიგის ფინალში „ტოტენჰემი“ რომ დაემარცხებინა, ლისაბონის „სპორტინგის“ შვედი ფორვარდი, ვიქტორ გიოკერეში 99%-ით კარიერას „ოლდ ტრაფორდზე“ გააგრძელებდა.

რომანოს ცნობით, მას შემდეგ, რაც „ჩელსიმ“ „იუნაიტედს“ დაასწრო და „იფსვიჩის“ ფორვარდი, ლაიამ დელაპი გაიფორმა, „წითელმა ეშმაკები“ გიოკერეშის ტრანსფერზე გადაერთნენ.

არსებული ინფორმაციით, „იუნაიტედის“ წარმომადგენლებმა ლისაბონურ კლუბთან ახალი შეხვედრა გამართეს და 27 წლის ფორვარდის ტრანსფერზე იმსჯელეს. თუმცა, როგორც რომანო წერს, გიოკერეშში 70 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა კითხვის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც რუბენ ამორიმის გუნდი ევროპა ლიგის ფინალში „ტოტენჰემთან“ დამარცხდა და გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.

„ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეძლებს „იუნაიტედი“ საკითხის ფინანსური მხარის მოგვარებას. 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში გიოკერეშის ტრანსფერი მალევე განხორციელდებოდა. თუმცა „იუნაიტედმა“ მაინც მიმართა „სპორტინგს“ და ფეხბურთელის აგენტებს - შესაძლოა ამორიმი და გიოკერეში ისევ ერთ გუნდში ვიხილოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt-ის ვერსიით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იამალია
Transfermarkt-ის ვერსიით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იამალია