გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„იდეალურობასთან ახლოს იყო“ | El Desmarque-მა მამარდაშვილის სეზონი შეაფასა

2024/25 წლების სეზონი დასრულდა და El Desmarque-მა „ვალენსიას“ ფეხბურთელების შეფასებები შემოგვთავაზა. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ გიორგი მამარდაშვილი შეაქო და განაცხადა, რომ ის „ღამურების“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

„ქართველი მეკარე მორიგ სეზონში იყო იდეალურობასთან ძალიან ახლოს. დიდი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ, რათა მისი შეცდომა იპოვოთ. ალბათ, სევილიაში დაშვებული შეცდომა გაგვახსენდება და სულ ესაა. მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 9 ქულა“.

ქართველი მეკარის გარდა, 9-ქულიანი შეფასება მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო და El Desmarque-მა სესარ ტარეგა გამოარჩია. დიმიტრი ფულკიესა და დიეგო ლოპესს 8.5 ქულა დაუწერეს, ხოლო ხავი გერას, ლუის რიოხას, ენცო ბარენეჩეას და უგო დუროს - 8.

ცნობისთვის, ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონში, მამარდაშვილმა მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო. გიორგიმ კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა და 48 გოლი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ისტორია ხვიჩაზე | რა მოხდა ლიგის ფინალამდე ორი დღით ადრე
უცნობი ისტორია ხვიჩაზე | რა მოხდა ლიგის ფინალამდე ორი დღით ადრე