მწვრთნელებმა თავისას მიაღწიეს? პრემიერ ლიგაში შესაძლოა ფორმატი შეიცვალოს
Aa
Aa

მწვრთნელებმა თავისას მიაღწიეს? პრემიერ ლიგაში შესაძლოა ფორმატი შეიცვალოს

ინგლისის პრემიერ ლიგის უკანასკნელ ორ სეზონში გუნდების მთავარი მწვრთნელების მხრიდან გახშირდა იმაზე საუბრები, რომ მოთამაშეებს ჩემპიონატის ზედმეტად რთული ფორმატის გამო სეზონის ბოლომდე ფორმის შენარჩუნება უჭირთ და მათ ბევრი პრობლემა ექმნებათ.

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისში ზამთრის შესვენება არ აქვთ და ამის გამო გუნდებს ეგრეთწოდებული "ბოქსინგ დეის" მატჩების გამართვა უწევთ, რომელსაც დიდი ენერგია მიაქვს.

დღეს, BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პრემიერ ლიგა სერიოზულად განიხილავს ახალ ფორმატზე გადასვლას, რომელიც ზამთარში შესვენებას ითვალისწინებს.

თუმცა, უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ საკითხე შეთანხმების მიღწევა მხოლოდ 2019/2020 წლების სეზონიდან იქნება შესაძლებელი, რადგან სატელევიზიო უფლებების მოქმედ კონტრაქტს ვადა სწორედ ამ დროს გასდის და სანამ ახალი შეთანხმება დაიდება, მანამდე პრემიერ ლიგას ახალი ფორმატის შემუშავება და მისი დამტკიცება შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები