NBA 6 თებერვლის სატრანსფერო ზონა
NBA-ს სატრანფერო ზონა Crystalsport-ისგან
***
„კლივლენდ კავალიერსმა“ საკუთარი 2018 წლის პირველი რაუნდის არჩევნის უფლება, ტრისტან ტომპსონი და ჯე არ სმიტი შესთავაზა „კლიპერსს“ დეანდრე ჯორდანის სანაცვლოდ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კავსმა’ შესაძლოა აიზეა ტომასი და ტრისტან ტომპსონი გაცვალოს კემბა ვოკერში.

შაბაზ მუჰამედს „მინესოტა ტიმბერვულვზის“ დატოვება და მეტი სათამაშო დრო სურს, მუჰამედმა ოფიციალურად მიმართა „მინესოტას“ ხელმძღვანელობას, რომ იგი სხვა გუნდში გაცვალონ.
„ატლანტა ჰოუქსი“ აქტიურად ცდილობს დუეინ დედმონის გაცვლას და სანაცვლოდ პირველი რაუნდის არჩევნის უფლებას ითხოვს.

„ნიუ ორლეან პელიკანსი“ კენტ ბეიზმორითაა დაინტერესებული.

„ოკლაჰომას“ და „გოლდენ სტეიტს“ ავერი ბრედლის გადმობირება სურს, განსაკუთრებით „თანდერი“ აქტიურობს, რომელიც ანდრე რობერსონის ტრამვის შემდეგ საკმაოდ სუსტ დაცვას თამაშობს, ბრედლი კი ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია.

“ბოსტონ სელტიკსს“ მარკუს სმარტის გაცვლა სურს, სავარაუდო კანდიდატურად „დენვერ ნაგეთსი“ განიხილება.
“ოკლაჰომას“, „ჩიკაგოს“ და „დეტროიტს“ როდნი ჰუდის საკუთარ რიგებში ხილვა სურთ.
„ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ „მემფის გრიზლისთან“ ტაირიკ ევანსის თაობაზე მოლაპარაკებებს კვლავ აგრძელებს.
„ჩიკაგო ბულსი“ ჯერიან გრანტის გაცვლას აპირებს.
„პორტლენდმა“ შესაძლოა მო ჰარკლისი გაუშვას.
„მილუოკი ბაქსმა“ რაშად ვონი და დრაფტის არჩევნის უფლება „ბრუკლინთან“ ტაილერ ზელერში გაცვალა