ანხელ დი მარია
Aa
Aa

18 წლის შემდეგ, დი მარია მშობლიურ კლუბში ბრუნდება

ანხელ დი მარია 30 ივნისს „ბენფიკას“ დატოვებს და კარიერას „როსარიო სენტრალში“ გააგრძელებს, სადაც ის 18 წლის წინ თამაშობდა.

37 წლის არგენტინელი სწორედ ამ კლუბის აღზრდილია და 2005-2007 წლებში, მის შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

როგორც მოსალოდნელია, დი მარია „როსარიო სენტრალს“ ოფიციალურად ივლისში, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

„ჩვენს საერთო ისტორიას კიდევ ბევრი გვერდი აქვს დასაწერი. კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში“, - დაწერა კლუბმა თავის ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, „ბენფიკა“ არგენტინელი ფეხბურთელისთვის პირველი ევროპული კლუბი იყო (2007-2010 წლები), 2023 წელს კი ის ლისაბონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 

მიმდინარე სეზონში 37 წლის დი მარიამ 40 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 10 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 3 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასფალტის მოედნებიდან, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე - ხვიჩას მშობლები ბავშვობასა და რთულ პერიოდებზე
ასფალტის მოედნებიდან, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე - ხვიჩას მშობლები ბავშვობასა და რთულ პერიოდებზე