საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები
Aa
Aa

მეორე ადგილით მერვედფინალში - ფრე ჩეხებთან

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მინი ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ტურნირზე ქართველი ფეხბურთელები, რომელთაც მერვედფინალის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდათ, აქამდე დაუმარცხებლად მოასპარეზე ჩეხებს მეორე ტაიმის დასაწყისში ორბურთიანი სხვაობით უგებდნენ, თუმცა უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ანგარიში პირველ ნახევარში გარი წერეთელმა გახსნა, რომლისთვისაც ეს მიმდინარე მუნდიალზე პირველი გოლი იყო. შესვენების შემდეგ მალევე თეიმურაზ ექიზაშვილმა საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, რითაც თითქოს გამარჯვებულის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩეხებმა დროის მოკლე მონაკვეთში წონასწორობა აღადგინეს და ქულა აიღეს, რამაც მათ ჯგუფში პირველი ადგილი მოუტანათ.

მერვედფინალურ მატჩს ქართველი ფეხბურთელები 28 მაისს გამართავენ და მათი მეტოქე სერბეთის, ან ისრაელის ეროვნული გუნდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო
მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო