აქვსენტი გიორგაძე
Aa
Aa

გიორგაძის მორიგი ფრანგული ტრიუმფი - ბორდომ ჩემპიონთა თასი მოიგო

წლევანდელი ჩემპიონთა თასის ფინალი რაგბის ქართველ გულშემატკივრებში უდიდესი ინტერესით სარგებლობდა. მართალია, არც „ნორთჰემპტონის“ და არც „ბორდოს“ ღირსებას ქართველი მორაგბეები არ იცავენ. თუმცა, სამაგიეროდ, ჟირონდული კლუბის შერკინების მწვრთნელია ლეგენდარული ქართველი მორაგბე აქვსენტი გიორგაძე, რომელსაც კარიერის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ გუნდში 62 მატჩი აქვს ჩატარებული.

გიორგაძე „ბორდოს“ სამწვრთნელო შტაბში 2023 წლიდან მუშაობდა. მართალია შარშანდელი სეზონის დასრულებისთანავე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მცირე პაუზა აიღო, თუმცა მიმდინარე სეზონის მსვლელობისას, საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა და გუნდი ტრიუმფამდე მიიყვანა. დიახ, დაძაბული ფინალი „ბორდომ“ „ნორთჰემპტონს“ 8-ქულიანი სხვაობით, 28:20 მოუგო და ეს ტურნირი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო.

ცნობისათვის, აქვსენტი გიორგაძე „ბორდოში“ მისვლამდე, სხვადასხვა პერიოდში საფრანგეთის ნაკრების, „ლა როშელისა“ და „შარქსის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და მისი მოღვაწეობის პერიოდში „ლა როშელმა“ 2014 წელს ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყაულაშვილის ლელო - პომ ტულონს მოუგო
ყაულაშვილის ლელო - პომ ტულონს მოუგო