პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“თავი ცუდად იგრძნო და არ გავრისკეთ“ - ენრიკემ კვარას სიტუაცია ახსნა

საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ-მ „რეიმსი’’ 3:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი თავის ტკივილის გამო გამოტოვა. თავდაპირველად სასტარტო 11-ეულში იყო, თუმცა შემდეგ სასტარტოდან ამოიღეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, პირველი ტაიმის შემდეგ სტადიონი დატოვა, სახლში წავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საკითხი ხვიჩას ჯანმრთელობა იყო.

რა თქვა ენრიკემ?

„კვარასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია. მოთელვის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო. გარისკვა არ გვინდოდა და სახლში წასვლის უფლება მივეცით. სამშაბათს ივარჯიშებს და მომავალი შაბათისთვის მზად იქნება.“

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ ჟერმენში გადასვლის შემდეგ მეორე ტიტული მოიგო. საფრანგეთის ლიგა 1 და ახლა უკვე საფრანგეთის თასი.

ქართველ ფეხბურთელს პსჟ-სთან ერთად წარუშლელი ისტორიის დაწერის შანსი აქვს. 31 მაისს, პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„განვლილი სეზონის შედეგებით კმაყოფილი ვარ“ - ოთარ კაკაბაძე
„განვლილი სეზონის შედეგებით კმაყოფილი ვარ“ - ოთარ კაკაბაძე