ოფიციალურად - ჩაბი ალონსო რეალის მწვრთნელია
როგორც მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტიმ მადრიდის რეალის მწვრთნელის პოსტი დატოვა და კარიერას ბრაზილიის ნაკრებში გააგრძელებს.
ახალი არავისთვის არის, რომ სამეფო კლუბის მომავალი დამრიგებელი ჩაბი ალონსო უნდა ყოფილიყო. სულ ცოტა ხნის წინ, ბლანკოსის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ესპანელი სპეციალისტი მომავალი 3 სეზონის განმავლობაში რეალის მწვრთნელი იქნება. ალონსო მადრიდულ გრანდს პირველი ივნისიდან ჩაუდგება სათავეში და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაუძღვება.
შეგახსენებთ, რომ ალონსომ თავი ლევერკუზენის ბაიერში დიდებულად წარმოაჩინა, სადაც 2023/2024 წლებში ბუნდესლიგა წაუგებლად მოიგო. ალონსომ ბაიერს ასევე გერმანიის თასი მოაგებინა და ახლოს იყო ევროპის ლიგის მოგებასთან, თუმცა ფინალში გასპერინის ატალანტასთან უშანსოდ დამარცხდა.
ცნობისთვის, ჩაბიმ სამწვრთნელო კარიერა მადრიდის რეალის აკადემიაში დაიწყო და 14-წლამდე გუნდს წვრთნიდა. ის ასევე, როგორც ფეხბურთელი ბლანკოსის ღირსებას 2009/2014 წლებში იცავდა.
???? #WelcomeXabi ???? pic.twitter.com/dbeOEnmHof
— Real Madrid C.F. (@realmadrid) May 25, 2025