ფაბრიციო რომანო: დონეცკის შახტარს არდა თურანი გაწვრთნის
სულ ცოტა ხნის წინ, დონეცკის შახტარის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარინო პუშიჩი გაათავისუფლეს.
დღეს, გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ უკრაინულ კლუბს სულ მალე სათავეში ყოფილი გამოცდილი ფეხბურთელი არდა თურანი ჩაუდგება.
შეგახსენებთ, რომ არდა თურანმა სამწვრთნელო კარიერა 2023 წელს დაიწყო და ეიუსპორს ჩაუდგა სათავეში.
თურანი თურქულ კლუბს 84-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 45 მატჩი მოიგო, 25 წააგო და 14 ფრედ დაასრულა.
ასევე შეგახსენებთ, დონეცკის შახტარში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი. ეს უკანასკნელი გასულ სეზონში იჯარის წესით კოპენჰაგენში თამაშობდა.