ლექსო ფეიქრიშვილი
Aa
Aa

ფეიქრიშვილი უკრაინის ჩემპიონია (U19) | 7 საგოლე მოქმედება სეზონში

კიევის „დინამოს’’ 19-წლამდე გუნდმა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ფეხბურთელი ლექსო ფეიქრიშვილია, უკრაინის ჩემპიონატი მოიგო, 30 ტურის შემდეგ 80 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „შახტარს’’ 4 ქულით გაასწრო.

ლექსომ უკრაინის 19-წლამდე ჩემპიონატის 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა (საგოლე მოქმედება).

2024 წლის ზაფხულში ქართველმა ნახევარმცველმა (6-იანმა) კიევის „დინამოსთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სავარაუდოდ, შემდეგ სეზონში პირველ გუნდში დააწინაურებენ ან გაანათხოვრებენ, როგორც „შახტარმა'' ერთი სეზონით ლუკა ლაცაბიძე „ჩერნომორეცში'' გაუშვა.

მიმდინარე წლის მარტში უკრაინულმა გამოცემა Tribuna-მ ლექსოს შესახებ სტატია დაწერა, რომლის მიხედვით მიკოლა შაპარენკოს ერთ-ერთ შემცვლელად ფეიქრიშვილს მოიაზრებდნენ. შესაძლოა, შაპარენკომ ზაფხულში უკრაინული კლუბი დატოვოს და ის ქართველმა შეცვალოს.

ასევე გეტყვით, რომ ლექსომ კიევის „დინამოს'' 19-წლამდე გუნდის რიგებში UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშა, სამ მატჩში 1 გოლი გაიტანა.

2023 წელს The Guardian-ის მიერ შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო ტალანტებს შორის ფეიქრიშვილი მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცველების თამაშს ვაკვირდები და მათ სტილს ვერგები“ - კვარა რიოს პოდკასტში
„მცველების თამაშს ვაკვირდები და მათ სტილს ვერგები“ - კვარა რიოს პოდკასტში