მინესოტა ტიმბერვულვზი, ოკლაჰომა სიტი თანდერი
Aa
Aa

სერიაში სხვაობა შემცირდა - მინესოტამ ოკლაჰომა გაანადგურა

დასავლეთ კონფერენციის ფინალში მინესოტა და ოკლაჰომა მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ტიმბერვულვზმა ოკლაჰომა 143:101 გაანადგურა და სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

მინესოტამ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და 34:14 დააფიქსირა. ამხელა უპირატესობის აღმოფხვრა ოკლაჰომამ ვერ შეძლო. მეტიც, აბსოლუტურად ყველა მეოთხედი მასპინძლებმა მოიგეს.

მინესოტას 30 ქულით, 9 მოხსნით და 6 შედეგიანი გადაცემით ენტონი ედვარდსმა ულიდერა, ხოლო ოკლაჰომადან გამორჩეული 15 ქულით, 2 მოხსნით და 6 პასით შაი ალექსანდერი იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის ანგარიში ოკლაჰომას სასარგებლოდ 2:1-ია. შემდეგი დაპირისპირება 27 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 04:30-დან დაიწყება.

ასევე გეტყვით, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ერთმანეთს ინდიანა და ნიუ-იორკ ნიქსი ხვდებიან. ანგარიში ინდიანას სასარგებლოდ 2:0 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარკოიშვილის გუნდი ევროლიგის ფინალშია | ოლიმპიაკოსს 10 ქულით მოუგეს
მარკოიშვილის გუნდი ევროლიგის ფინალშია | ოლიმპიაკოსს 10 ქულით მოუგეს