ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს | ლუის ენრიკემ კვარაზე ისაუბრა

საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ-მ „რეიმსი’’ 3:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი თავის ტკივილის გამო გამოტოვა. თავდაპირველად სასტარტო 11-ეულში იყო, თუმცა შემდეგ სასტარტოდან ამოიღეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, პირველი ტაიმის შემდეგ სტადიონი დატოვა, სახლში წავიდა.

მატჩის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა: „კვარასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს’’.

ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა.

„ძალიან კარგი მატჩი იყო. ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის საუკეთესოდ მოვემზადეთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიის დაწერა გვსურს, ჩვენ მზად ვართ.

ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ და ტიტულების მოგება გვსურს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყველასთვის განსაკუთრებული მომენტია. განსაკუთრებული მომზადება საჭირო არაა, დიდ ზეწოლასთან გამკლავება მოგვიწევს, მაგრამ მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. ადვილი არ არის ყველაფრის მართვა, რაც გუნდის გარშემოა. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ გვაქვს გამოცდილება და ვცდილობთ, ზუსტად ვიცოდეთ, რა გვინდა გავაკეთოთ მინდორზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიზეიმებთ’’.

ერთ კვირაში, 31 მაისს პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელით - მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე „ინტერი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მცველების თამაშს ვაკვირდები და მათ სტილს ვერგები“ - კვარა რიოს პოდკასტში
„მცველების თამაშს ვაკვირდები და მათ სტილს ვერგები“ - კვარა რიოს პოდკასტში