ემპოლი, საბა გოგლიჩიძე, რობერტო დავერსა
Aa
Aa

“მონცასთან კარგად ითამაშა“ - დავერსა გოგლიჩიძეზე

სერია ა-ს დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტური დარჩა. საბა გოგლიჩიძის ემპოლი დასარჩენად იბრძვის.

ქართველმა ფეხბურთელმა წინა ტურის მატჩი მონცასთან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო.

ვერონასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ემპოლის მთავარ მწვრთნელს რობერტო დავერსას საბაზე ჰკითხეს.

„საბა გოგლიჩიძე მონცასთან მატჩში ძალიან კარგად ჩაერთო. საბედნიეროდ, ახლა ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებულები და გამარჯვების შემთხვევაში დიდი ალბათობით საწადელს მივაღწევთ.

მიმდინარე სეზონში კარგი და ცუდი პერიოდები გვქონდა. იმედი გვაქვს, გულშემატკივრებთან ერთად გავიხარებთ. ვერონასთან მატჩში მთელი ენერგია უნდა ჩავდოთ. სიმშვიდე გვმართებს და მეტოქეს არაფერი არ უნდა დავუთმოთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ემპოლის 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზე იმყოფება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს ლეჩესაც, რომელიც მე-17 ადგილზეა, თუმცა ლეჩე სტუმრად ლაციოს უპირისპირდება.

იმ შემთხვევაში, თუ ლეჩე ლაციოს ვერ დაამარცხებს და ემპოლი ვერონას მოუგებს, დავერსას გუნდი სერია ა-ში ადგილს შეინარჩუნებს. ემპოლისა და ვერონას დაპირისპირება 25 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველომ არგენტინა 6:1 გაანადგურა | მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
საქართველომ არგენტინა 6:1 გაანადგურა | მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი