ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ორ სეტში მოიგო | ბასილაშვილი როლან გაროსის კვალიფიკაციის ფინალშია

როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 234-ე ნომერს, მონაკოელ ვალენტინ ვაშეროს დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:6, 6:3 დაამარცხა.

პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა ცუდად დაიწყო და ორი გეიმი დათმო, თუმცა შემდეგ ჩამორჩენა შეამცირა და ორჯერ დაწინაურდა კიდეც (3:2, 4:3), მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სეტი მხოლოდ ტაიბრეიკზე, ანგარიშით 7:3 მოიგო.

მეორე სეტი ბასილაშვილისთვის შედარებით მარტივი აღმოჩნდა და ქართველმა ჩოგბურთელმა მომდევნო წრეში გასვლა შეძლო.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ფრანგ ჯეფრი ბლანკანოს (270) დაუპირისპირდება, რომელმაც ასპარეზობას ყაზახი მიხაილ კუკუშკინი და ბრაზილიელი ტიაგო სეიბოთ უილდი გამოთიშა.

ფრანგი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში მოხვდება, სადაც 8-ჯერ უთამაშია, ბოლოს კი 2022 წელს იასპარეზა, სადაც მეორე წრეში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სინერის 26-მატჩიანი სერია დასრულებულია - ალკარასის მე-19 ტიტული
სინერის 26-მატჩიანი სერია დასრულებულია - ალკარასის მე-19 ტიტული