კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

მანჩესტერ სიტი სტადიონთან დე ბრუინის ქანდაკებას დადგამს

 „მანჩესტერ სიტის“ სტადიონის ერთ-ერთ შესასვლელთან, კევინ დე ბრუინის ქანდაკებას დადგამენ.

ბელგიელმა ნახევარმცველმა „ქალაქელების“ შემადგენლობაში ბოლო მატჩი „ბორნმუთთან“ ჩაატარა. კლუბის გადაწყვეტილების შესახებ, სწორედ ამ თამაშის შემდეგ გახდა ცნობილი.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მე ყოველთვის ვიქნები ამ კლუბის ნაწილი და როდესაც არ უნდა დავბრუნდე აქ, მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად, შევძლებ საკუთარი თავის დანახვას სტადიონზე. მე ყოველთვის აქ ვიქნები“, - თქვა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ „ვოლფსბურგიდან“ 2015 წელს, 74 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და იმ დროისთვის ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერი იყო.

„ქალაქელებთან“ ერთად, კევინმა 16 ტიტული მოიგო. მან სულ 421 მატჩი ჩაატარა, 108 გოლი გაიტანა და 177 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ტრანსფერმა გააბრაზა | კონტეს ნაპოლიდან წასვლა სურს
კვარას ტრანსფერმა გააბრაზა | კონტეს ნაპოლიდან წასვლა სურს