ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილი ამ გამოკითხვაშიც პირველზეა | Sky Austria სეზონის მოთამაშეს ავლენს

Sky Sport Austria ავსტრიის ბუნდესლიგის 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. ამ მომენტში ქართველი ფეხბურთელი პირველ ადგილზეა, ხმათა 39 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე ვენის „აუსტრიას’’ ფეხბურთელი დომინიკ ფიცია (28 პროცენტი). გამოკითხვა შაბათს დასრულდება.

შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე ხმა მიცეთ ამ ბმულზე

შეგახსენებთ, კიტეიშვილმა ამ სეზონში ინდივიდუალური პრიზი უკვე მოიგო, ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასეთი შედეგიანი სეზონი კიტეიშვილს კარიერაში არ ჰქონია.

29 წლის ნახევარმცველს „შტურმთან’’ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მონაცემებით, კიტეიშვილის სატრანსფერო თანხა 5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წნეხში თამაშის და შეტევის დაწყების არ ეშინია |ინტერვიუ ლაცაბიძის მწვრთნელთან
წნეხში თამაშის და შეტევის დაწყების არ ეშინია |ინტერვიუ ლაცაბიძის მწვრთნელთან