დემბელემ ვარჯიში განაახლა - მოედანზე დაბრუნების დრო ცნობილია
Aa
Aa

დემბელემ ვარჯიში განაახლა - მოედანზე დაბრუნების დრო ცნობილია

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ფრანგმა გარემარბმა უსმან დემბელემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

როგორც მოგეხსენებათ, დემბელემ 4 თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ რამდენიმე მატჩი ჩაატარა და "სოსიდადთან" დაპირისპირების დროს დაზიანება გაუმიზეზდა, თუმცა ფრანგი ფეხბურთელი კვლავინდებურად დიდი ხნით უქმობას გადაურჩა და მხოლოდ 4 კვირა გაუცდა.

ექიმების ვარაუდით, დემბელე თამაშის უფლებას 1 კვირის შემდეგ მიიღებს.

20 წლის ფეხბურთელი სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსის" წინააღმდეგ გასამართი 1/8 ფინალისთვის სრულ კონდიციებში იქნება.

შეგახსენებთ, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" პლეი-ოფის პირველი დაპირისპირება 20 თებერვალს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები