ნოტინგემის ფეხბურთელი ხელოვნურ კომაშია - მან მუცლის ტრავმა მიიღო
„ნოტინგემისა“ და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი, ტაივო ავონი ოპერაციის შემდეგ, ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.
27 წლის ფეხბურთელი „ლესტერთან“ მატჩის დროს ძელს ძლიერად შეეჯახა, რის შემდეგაც მას მუცელზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარა.
შემთხვევა შეხვედრის 88-ე წუთზე მოხდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. ავონის სამედიცინო დახმარება რამდენიმე წუთის განმავლობაში უტარდებოდა, რის შემდეგაც ის მოედანზეც კი დაბრუნდა და დარჩენილი დრო ითამაშა.
Awoniyi’s now in a coma from an offside play that should’ve been flagged early. But be honest… would this not still happen if it was onside? ???????? pic.twitter.com/pdw03vBEXH
— Football Mood (@moodxfootball) May 14, 2025
ექიმების თქმით, ფეხბურთელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ხელოვნური კომა კი გულის სწორი რიტმის შესანარჩუნებლად გახდა საჭირო, სანამ მას მეორე ოპერაციას ჩაუტარებენ.
მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.