ფლორიან ვირცი
Aa
Aa

ვირცი მანჩესტერ სიტისთან მოლაპარაკებებს მართავს

„ლევერკუზენის“ მცველი, ფლორიან ვირცი „მანჩესტერ სიტისთან“ მოლაპარაკებებს მართავს.

კრისტიან ფალკის ინფორმაციით, 22 წლის გერმანელი ფეხბურთელი მშობლებთან ერთად, ინგლისში იმყოფებოდა და „ქალაქელების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც ინსაიდერი წერს, პეპ გუარდიოლა მასში კევინ დე ბრუინის მემკვიდრეს ხედავს და ინგლისურმა გრანდმა „ლევერკუზენს“ შეთავაზება უკვე გაუკეთა.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ფლორიანის ტრანსფერით „ბაიერნია“ დაინტერესებული და მზადაა მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ვირცმა ბუნდესლიგაში 44 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 15 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის ტრანსფერი გარდაუვალია? - ლიონს ლიგა 2-ში დაქვეითება და UEFA-დან გარიცხვა ემუქრება
მიქაუტაძის ტრანსფერი გარდაუვალია? - ლიონს ლიგა 2-ში დაქვეითება და UEFA-დან გარიცხვა ემუქრება