„ნოემბერში გამოჩნდება სად ვიმყოფებით“ | სვანაძისა და დადიანის კომენტარები
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, დღეს მალტაზე შესარჩევი ციკლის მესამე მატჩი ჩაატარა, რომელიც ტა-ქალის "სენტენარიზე" დიდი ანგარიშით - 5:0 მოიგო.
შეხვედრაში ანგარიში საბა ხარებაშვილმა გახსნა, ნიკოლოზ დადიანმა კი პირველ ტაიმში სხვაობა ულამაზესი დარტყმით ორამდე გაზარდა. მესამე გოლი გიორგი ტაბატაძემ ასევე შორი მანძილიდან გაიტანა, ხოლო სანდრო ნარიმანიძემ - 0:4 ტაბლოზე თავური დარტყმით დააფიქსირა, რომელიც კუთხურს მოჰყვა. შეხვედრაში ბოლო გოლი კი ალეკო ბასილაძემ გაიტანა.
აღნიშნული მატჩი, რამაზ სვანაძის ფორმაციის 21-წლამდელთა ნაკრებისთვის გამორჩეული იყო, რადგან 2021 წლიდან მოყოლებული 5 გოლი ახალგაზრდულმა პირველად გაიტანა, ასევე იგივე პერიოდში პირველად დაფიქსირდა 3-ბურთიანი, ან მეტი სხვაობით გამარჯვება. 3 ტურის შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში 5 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს.
მალტასთან მოგებული მატჩის შემდეგ, შეხვედრის შესახებ კომენტარი - გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და მოთამაშემ, ნიკოლოზ დადიანმა გააკეთეს. ჩვენი გუნდი, შესარჩევში ასპარეზობას 13 ნოემბერს, ათენში, საბერძნეთთან მატჩით განაგრძობს, ხოლო 17-ში გერმანიას უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის კომენტარი
ნიკოლოზ დადიანის კომენტარი