ლუკა ლოჩოშვილი, დაჩი ლორთქიფანიძე, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ლოჩოშვილი და კვერნაძე ერთმანეთის წინააღმდეგ | სერია B-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ

იტალიის სერია A-ს 2024-25 წლების სეზონის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. „სალერნიტანამ'' და „ფროზინონემ'' გაიმარჯვეს, თუმცა სამწუხაროდ ფლეი-აუტის ზონაში მოხვდნენ. „სალერნიტანამ'' გასავარდნ ზონას 1 ქულით გაასწრო, „ფროზინომემ'' - 2 ქულით.

ფლეი-აუტში „სალერნიტანა'' - „ფროზინონეს'' დაპირისპირება შედგება. პირველი მატჩი 19 მაისს „სალერნიტანას'' სტადიონზე გაიმართება, საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში შედგება. თუ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული არ გამოვლინდა, დამატებითი დრო არ დაინიშნება და „ფროზინონე'' სერია B-ში დარჩება. გუნდებს რომ თანაბარი ქულები დაეგროვებინათ, მაშინ დამატებითი ტაიმები დაინიშნებოდა.

სერია B-ში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა კლუბებმა, „ჩიტადელამ’’ და „სალერნიტანამ’’ ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს. პირველი ტაიმი სტუმრებმა, „სალერნიტანას’’ ფეხბურთელებმა აიდინ ჰრუსტიჩის გოლით მოიგეს. მეორე ტაიმში ლოჩოშვილის ნიგერიელმა თანაგუნდელმა სიმიმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, „სალერნიტანამ’’ 0:2 მოიგო.

20-გუნდიან ლიგაში „სალერნიტანა’’ 42 ქულით მე-17 ადგილზე გავიდა და სერია B-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ფლეი-აუტში ითამაშებს.

ტრადიციულად, „სალერნიტანას’’ სასტარტო 11-ეულში ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელა ითამაშა. სეზონის პირველ ნახევარში „კრემონეზეში’’ ლუკა ლოჩოშვილს მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, იჯარით „სალერნიტანაში’’ გადავიდა და მიმდინარე წელს სერია B-ს 18-ვე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო.

„ფროზინონეს’’ მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ბიანკომ სეზონის დასკვნით ტურში გიორგი კვერნაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა და მეორე ტაიმში, 58-ე წუთზე თამაშში ჩართო. „ფროზინონემ’’ გასვლაზე ბოჰინენის ერთადერთი გოლით „სასუოლოს’’ მოუგო. მიუხედავად გამარჯვება, „ფროზინონე’’მე-16 ადგილზე გავიდა და სერია B-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ფლეი-აუტში თამაში მოუწევს.

ლოჩოშვილის მსგავსად სეზონის მეორე ნახევარი კვერნაძისთვისაც კარგი გამოვიდა, გაცილებით პროდუქტიული და სახიფათო გახდა, შეტევებში აქტიურად მონაწილეობდა და მცველებს ბევრ პრობლემას უქმნიდა. 22 წლის შემტევმა 2024-25 წლების სეზონში სერია B-ს 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს კარგ ფორმაში ხვდება.

„პიზამ’’, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა და შემდეგ სეზონს სერია A-ში გაატარებს, საკუთარ მოედანზე „კრემონეზეს’’ 2:1 მოუგო. „კრემონეზეს’’ სათადარიგოთა სკამზე დაჩი ლორთქიფანიძე იჯდა, რაც ამ სეზონში მეორედ მოხდა. სამწუხაროდ, ნიჭიერ ქართველ ნახევარმცველს იტალიურ კლუბში თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა, პრიმავერა 1-ში სტაბილურად თამაშობს და მატჩის საუკეთესო მოთამაშე არაერთხელ გახდა.

„კრემონეზეს'' მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ დაჩი არ ათამაშა, კრემონულმა გუნდმა სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა და ფლეი-ოფის გზით სერია A-ში აღზევების შანსი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განსაკუთრებული ნიჭი და მენტალიტეტი აქვს | ყოფილი თანაგუნდელი კიტეიშვილზე
განსაკუთრებული ნიჭი და მენტალიტეტი აქვს | ყოფილი თანაგუნდელი კიტეიშვილზე