ნაპოლიმ სუდაკოვის სანაცვლოდ, შახტარს 35 მილიონი ევრო შესთავაზა
„ნაპოლიმ“ უკრაინელი ნახევარმცველის, გეორგი სუდაკოვის სანაცვლოდ, დონეცკის „შახტარს“ 35 მილიონი ევრო ოფიციალურად შესთავაზა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.
ცნობილი ინსაიდერის წყაროს ინფორმაციით, უკრაინული კლუბი 22 წლის ფეხბურთელს საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევს და სურს, შეთავაზებულ თანხაზე მეტი მიიღოს.
თავად სუდაკოვი იტალიაში გადასვლით დაინტერესებულია. მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.
გეორგი „შახტარში“ 2021 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 24 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე სუდაკოვის საბაზრო ღირებულება 32 მილიონ ევროს შეადგენს.