ამორიმი: მრცხვენია, რომ 25 თამაშიდან 6 მოგება გვაქვს
რუბენ ამორიმმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშსა და სტატისტიკაზე ილაპარაკა.
პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს.
ამორიმი შექმნილი სიტუაციის გამო შეწუხებულია, თუმცა ამავდროულად მიიჩნევს, რომ იცის, თუ როგორ გამოასწოროს სიტუაცია.
„მაქვს მკაფიო შეგრძნება, რომ ვიცი, რა სჭირდება ამ გუნდს, რომ გაცილებით უკეთესი გახდეს და ეს მეხმარება სულიერად არ დავეცე და ასევე ზედმეტად არ გამიხარდეს ზოგიერთ მომენტებში. ჩემთვის რთულია სხვა სიტყვების შერჩევა - მრცხვენია, რომ პრემიერ ლიგის 25 თამაშიდან 6 მოგება გვაქვს. რაღაც ისე ვერ არის იმასთან დაკავშირებით, როგორ ვთამაშობთ ფეხბურთს და ზოგჯერ საქმე არ არის არც ტაქტიკაში და არც ტექნიკაში, არამედ იმაში, როგორ წინააღმდეგობას ვუწევთ მეტოქეს, როგორ ვითმენთ, როგორ ვბრაზობთ მარცხის დროს და როგორც ვიცავთ კარებს. ეს ყველაფერი მოითხოვს გაუმჯობესებას და ზოგჯერ საქმე მხოლოდ იმაში არაა, რა ხდება მოედანზე, არამედ იმაშიც, რა ხდება მოედანს მიღმა“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდს 2024 წლიდან წვრთნის. ამ პოსტზე მან ერიკ ტენ ჰაგი შეცვალა.