ვაკო მაგარ ფორმაშია | ჩინეთის სუპერ ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა
ჩინეთის სუპერ ლიგაში, მე-12 ტურში „შანდოგ ტაიშანის’’ ქართველმა შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა „ჟეიანთან’’ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
24-ე წუთზე ყაზაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, სტუმრებმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგეს და ვაკომ ახლო მანძილიდან მარჯვენა ფეხით გაიტანა - 1:1. მეორე გოლი 63-ე წუთზე შეაგდო, სტუმართა ბრაზილიელი მცველი ლუკას პოსინოლო ეფექტური ცრუ მოძრაობით მოატყუა და მეკარეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა. მე-8 დამატებულ წუთზე, როცა სტუმართა მეკარე შეტევაში მონაწილეობდა, კონტრშეტევაზე ვაკომ შორი მანძილიდან ცარიელ კარში შეაგდო, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.
32 წლის ფეხბურთელმა ჩინეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა (10 საგოლე მოქმედება). აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩში აქტივში 4 გოლი აქვს. მოკლედ, კარგ ფორმაშია და გუნდს საგოლე მოქმედებებით ხშირად ეხმარება. ორივე ტურნირის გათვალისწინებით ამ სეზონში 20 მატჩში 11 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს, 15 საგოლე მოქმედება.