ნუნიესმა შესაძლოა კარიერა ნაპოლიში განაგრძოს
დარვინ ნუნიესმა შესაძლოა კარიერა იტალიაში განაგრძოს. ამის შესახებ ალფრედო პედულა იუწყება.
ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, „ლივერპულის“ თავდამსხმელის მიმართ „ნაპოლი“ ინტერესს იჩენს. ინგლისელები 25 წლის ურუგვაელს 50-55 მილიონ ევროდ აფასებენ.
გარდა ამისა, ნეაპოლელები „ლილიდან“ ჯონათან დავიდის შესაძლო ტრანსფერზე მუშაობენ, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ნუნიესმა 47 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა.
Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა. ურუგვაელი „წითლებში“ 2022 წლიდან თამაშობს.