გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

პენალტი მოიპოვა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო | კვერნაძის კარგი მატჩი

იტალიის სერია B-ს 37-ე ტურში „ფროზინონე'' - „ჩიტადელა'' 1:1 დასრულდა. მასპინძელთა სასტარტო 11-ეულში გიორგი კვერნაძემ ითამაშა, კარგად ითამაშა, შეტევებს ამწვავებდა და გოლის შექმნაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

პირველ ტაიმში ქართველი გარემარბი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, „ჩიტადელას'' მცველებს პრობლემებს უქმნიდა, გოლიც მის აქტიურობას მოჰყვა, კარისკენ დაარტყა, მეტოქის ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა. პენალტი ჯუზეპე ამბროზინომ ვერ შეაგდო, თუმცა შეცდომა უმალ გამოასწორა, დამატებაზე გაიტანა (ამბროზინო იტალიის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია და კვერნაძის მსგავსად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც სლოვაკეთში ივნისში გაიმართება).

64-ე წუთზე, როცა „ფროზინონე'' 1:0-ს იგებდა, მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ბიანკომ ქართველი ფეხბურთელი შეცვალა. კვერნაძე კარგად თამაშობდა, ბურთის კონტროლში აქტიურად მონაწილეობდა, შეტევებს ამწვავებდა და მისი გაყვანა მოსალოდნელი არ იყო. 73-ე წუთზე „ჩიტადელამ'' ანგარიში გაათანაბრა.

Sofascore-მა ამ მატჩში კვერნაძეს 7,3 დაუწერა, „ფროზინონეში'' ქართველზე მაღალი შეფასება მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა მიიღო.

პაოლო ბიანკოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კვერნაძე საკმაოდ პროდუქტიულია, ამ სეზონში სერია B-ს 30 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. 6-დან 4 საგოლე მოქმედება ბიანკოს მწვრთნელობისას გააკეთა.

„ფროზინონეს'' 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ამ მომენტში 40 ქულით მე-15 ადგილზეა და ფლეი-აუტის ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტური რჩება, „ფროზინონე'' ჯერ „პალერმოს'' ესტუმრება, რომელიც სერია A-ში აღზევებისთვის იბრძვის და შემდეგ - „სასუოლოს'', რომელიც პირველზეა და ლიდერობა გარანტირებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს შედევრი და სენტ-ეტიენის მორიგი მარცხი - მწვანეების მდგომარეობა დამძიმდა
ზურიკოს შედევრი და სენტ-ეტიენის მორიგი მარცხი - მწვანეების მდგომარეობა დამძიმდა