მაკკალუმის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი - 50 ქულა 3 მეოთხედში!
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში „პორტლენდმა“ „ჩიკაგო“ 124:108 დაამარცხა და კონკურენტებს - „მინესოტასა“ და „ოკლაჰომას“ კიდევ უფრო მიუახლოვდა.
მატჩი განსაკუთრებული გამოდგა სიჯეი მაკკალუმისთვის, რომელმაც აქტივში 50 ქულა ჩაიწერა და საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი და უმთავრესი წვლილი შეიტანა.
მაკკალუმის კარიერაში ეს საუკეთესო მაჩვენებელია, აქამდე მისთვის გამორჩეული 2017 წლის 1 იანვარს „მინესოტასთან“ ჩაგდებული 43 ქულა იყო.
ასევე აღსანიშნავია, რომ სიჯეიმ 50-დან 28 ქულა პირველ მეოთხედში ჩააგდო და "პორტლენდის" რეკორდიც დაამყარა.
მაკკალუმს წამოეხმარა დამიენ ლილარდი, რომლის მონაგარიც 13 ქულა, 7 ასისიტი და 4 მოხსნა იყო.
კარგი თამაში ჩაატარა იუსუფ ნურკიჩმა. ბოსნიელმა მეტოქის კალათში 12 ქულა მოაგროვა, ხოლო ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.