ანჩელოტი: “ჩემი მომავალი? 25 მაისის შემდეგ ვისაუბროთ“
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი სელტას უმასპინძლებს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ანჩელოტი:
„სელტა კარგად ორგანიზებული გუნდია. ჩვენ კარგი კვირა გვქონდა და კვლავ ვიბრძვით ლა ლიგის ტიტულისთვის. ბრაზილიის ნაკრები? ერთადერთ, რაც ახლა შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩემს გუნდზე და ფეხბურთელებზე უზომოდ შეყვარებული ვარ. ჩემი მომავლის შესახებ 25 მაისის შემდეგ ვისაუბრებ.
ჩვენ აწმყოზე ვართ ორიენტირებული. ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ. დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გამარჯვება შეგვიძლია. ახლა ვერ გეტყვით იმას, თუ რა მოხდება 25 მაისს. ვალეხო? ახლა თამაშის მეტი შანსი ექნება.
თქვენ გამუდმებით ჩემს მომავალზე მეკითხებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა გვაქვს. მშვენივრად ვიცი, თუ რა უნდა გავაკეთო ან რას გავაკეთებ. ახლა ჩემს მომავალზე საუბრის დრო არ არის.
ეს სეზონი ჩვეულებრივზე უფრო რთული იყო. წინა სეზონი თითქმის იდეალური იყო და წელს ბევრ სირთულეს წავაწყდით. მიუხედავად ამისა, 5 თამაში დაგვრჩა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში რეალი მეორე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას 4 ქულით ჩამორჩება. რეალს და ბარსელონას ერთმანეთთან თამაში 11 მაისს მოუწევს და სამეფო კლუბს სხვაობის 1-ქულამდე შემცირების შანსი ექნება.
ცნობისთვის, რეალისა და სელტას მომავალი დაპირისპირება 4 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.