მინესოტა ტიმბერვულვზი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

ლეიკერსმა სეზონი დაასრულა - NBA ჯეიმსი-დონჩიჩის დუეტის გარეშე

ლებრონ ჯეიმსის და ლუკა დონჩიჩის “ლეიკერსმა” NBA-ს წლევანდელი სეზონი პლეი ოფის პირველივე ეტაპზე დაასრულა - ლოს-ანჯელესის კლუბი “მინესოტასთან” დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალის მეხუთე შეხვედრაში 96:103 დამარცხდა და სერია 1:4 დათმო.

საოცარი მატჩი ჰქონდა “ტიმბერვულვზის” ფრანგ კალათბურთელს რუდი გობერს, რომელმაც 27 ქულასთან ერთად, 24 მოხსნა დააგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა. რაც შეეხება „ლეიკერსის“ ვარსკვლავებს, ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 28 ქულა, 7 მოხსნა, 9 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო. ლებრონ ჯეიმსმა კი, 22 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ცნობისათვის, „ლეიკერსმა“ ბოლოს NBA-ს ჩემპიონის ტიტული 2020 წელს მოიპოვა, რომელიც რიგით მეჩვიდმეტე გამოდგა. მოგებული ოქროს მედლების რაოდენობით ლოს-ანჯელესის კლუბი მხოლოდ „ბოსტონს“ (18) ჩამორჩება. „სელტიქსი“ მოქმედი ჩემპიონია და ჯერჯერობით ტიტულის დაცვას განაგრძობს.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      ყველა დროის ათეულში - კარის მორიგი რეკორდი
      ყველა დროის ათეულში - კარის მორიგი რეკორდი