ოფიციალურად: დელოფეუ სეზონის ბოლომდე "უოტფორდში" ითამაშებს!
„ბარსელონას“ საკუთრებაში მყოფი შემტევი ხერარდ დელოფეუ სეზონის ბოლომდე „უოტფორდის“ რიგებში ითამაშებს.
ინგლისური კლუბის ოფიციალურმა საიტმა, ეს გარიგება გუშინ საღამოს დაადასტურა.
23 წლის შემტევმა პრემიერ ლიგაში რამდენიმე სეზონი უკვე გაატარა, როცა „ევერტონის“ რიგებში თამაშობდა.
დელოფეუ „ბარსელონამ“ გასულ ზაფხულს დაიბრუნა და მასში სწორედ „ევერტონს“ 12 მილიონი ევრო გადაუხადა.