გიორგი ცხოვრებაძე
Aa
Aa

ჰეთ-თრიქი ბუნდესლიგაში - ცხოვრებაძის კარგი მატჩი

გიორგი ცხოვრებაძეს გერმანიის ხელბურთის კლუბ „გუმერსბახის“ შემადგენლობაში წლევანდელ სეზონში იმდენი სათამაშო დრო აღარ ეძლევა, რამდენიც წინა წელს, თუმცა როდესაც შანსს იღებს, ბოლომდე იყენებს და როგორც გულშემატკივარს, ასევე მთავარ მწვრთნელს უმტკიცებს, რომ გუნდისთვის საკვანძო ფიგურაა.

ასე იყო ამჯერადაც - ბუნდესლიგის XXV ტურში „გუმერბახელები“ სტუმრად „მელსინგენთან“ დაძაბულ ბრძოლაში, ერთბურთიანი სხვაობით, 25:26 დამარცხდნენ და სტუმართა შემადგენლობაში ჰეთ-თრიკი ცხოვრებაძემ მიითვალა. გიორგიმ თამაში ძირითადში დაიწყო და თავდაპირველად „გუმერსბახი“ მისი დუბლით 2:0 დაწინაურდა, მესამე ბურთი კი ქართველმა ლეგიონერმა მოგვიანებით გაიტანა.

25 ტურის შემდეგ, გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში „გუმერბახი“ 28 ქულით მეცხრე ადგილზეა. მომდევნო ტურში ცხოვრებაძე და მისი თანაგუნდელები 25 აპრილს ითამაშებენ და საკუთარ დარბაზში „პოტსდამს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცხოვრებაძის 11 გოლი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება | საქართველომ ბოსნია-ჰერცეგოვინას მოუგო
ცხოვრებაძის 11 გოლი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება | საქართველომ ბოსნია-ჰერცეგოვინას მოუგო