საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, ირაკლი კბილაშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე
Aa
Aa

სლოვაკეთი დამარცხებულია - ხელბურთელებმა კარპატების თასი გამარჯვებით დაიწყეს

წინა ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ამჯერადაც კონტინენტის პირველობისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებისთვის ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა კარპატების თასი, სადაც რამდენიმე ტაქტიკური სქემა მუშავდება და ბუნებრივია, შედეგს განსაკუთრებული ყურადღება არ ექცევა, თუმცა გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა.

ტიტე კალანდაძის მომზადებულმა გუნდმა შეჯიბრება სლოვაკებთან დაპირისპირებით დაიწყო და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, სამბურთიანი სხვაობით, 31:28 დაამარცხა. ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ კალანდაძე გახლდათ, რომელიც 10 გოლითა და 5 ასისტით არამხოლოდ საქართველოს ნაკრების, არამედ ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული იყო. კარგი მატჩი ჩაატარა ირაკლი კბილაშვილმაც - მის ანგარიშზე 6 ბურთი და 3 საგოლე პასია. ხვალ, 1 ნოემბერს, ქართველი ხელბურთელები უკვე რუმინელებს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები იანვარში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მეტოქე შვედეთი, ხორვატია და ნიდერლანდები იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცინცაძის 9 სეივი და კალანდაძის 10 შედეგიანი მოქმედება - ხელბურთელების წარმატებული მატჩები
ცინცაძის 9 სეივი და კალანდაძის 10 შედეგიანი მოქმედება - ხელბურთელების წარმატებული მატჩები