შოთა არველაძე
Aa
Aa

ცუდი შედეგების ფონზე - არველაძე ქასიმფაშას ტოვებს

შოთა არველაძის თურქული სამწვრთნელო კარიერა არ აეწყო. ქართველი სპეციალისტი ქასიმფაშას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ტელეკომპანია t24 ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქასიმფაშამ ახალი მწვრთნელი შეარჩია და ის ემრე ბელოზოღლუ გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ქართველი ყოფილი ფეხბურთელი თურქულ კლუბში მიმდინარე წლის პირველ ივლისს დაინიშნა.

დღემდე არველაძე ქასიმფაშას 13-ჯერ გაუძღვა. 3 მოგება, 4 ფრე, 6 წაგება - ასეთია მისი შედეგები.

შეგახსენებთ, რომ შოთა სხვადასხვა წლებში კაიზერისპორს, ტრაბზონსპორს, მაკკაბის, ფახტაკორს, ჰალ სიტის და კარაგიუმრუკს წვრთნიდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რასი ერასმუსი: “საქართველოსთან ჩვენი რაგბი უნდა ვითამაშოთ“
რასი ერასმუსი: “საქართველოსთან ჩვენი რაგბი უნდა ვითამაშოთ“