ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ზედიზედ მე-4 მატჩში - ჟორჟი სათადარიგოთა სკამზე დატოვეს

ესპანეთის სამეფო თასზე ვილიარეალი ერთ-ერთ ყველაზე სუსტ მეტოქეს ანტონიანოს უპირისპირდება.

მატჩის წინ, მარსელინო გარსია ტორალმა სასტარტო შემადგენლობა დააყენა და სამწუხაროდ გიორგი მიქაუტაძე კვლავ ძირითადის მიღაა.

ქართველი ფეხბურთელი უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩში დარჩა სათადარიგოთა სკამზე, რაც უკვე პრობლემაა. მას გაცილებით მეტი სათამაშო დრო სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟმა ესპანური კარიერა წარმატებით დაიწყო. მიყოლებით მან იუვენტუსს და მადრიდის რეალს გაუტანა, მაგრამ ახლა მარსელინო მას აღარ ენდობა.

ცნობისთვის, მიქაუტაძემ პაფოსთან ჩემპიონთა ლიგაზე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ესპანიოლთან დაპირისპირება და სანაკრებო მატჩები გამოტოვა. ამის შემდეგ ის მალიორკას, დორტმუნდის და სოსიედადის წინააღმდეგ სკამზე დარჩა. მეტიც, ბორუსიასთან საერთოდ არ ათამაშეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები