NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა
გამთენიისას ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შვიდი შეხვედრა გაიმართა.
„კლივლენდმა“ „დეტროიტს“ უმასპინძლა და 121:104 დაამარცხა.
„კავალიერსიდან“ გამორჩეული იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 24 ქულა, 14 გადაცემა და 8 მოხსნა.
ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა კევინ ლავმაც - 20 ქულა, 11 მოხსნა.
„დეტროიტის“ მხრიდან 20-20 ქულით გამოირჩნენ ენტონი ტოლივერი და ტობიას ჰარისი. ორმაგი დუბლი ჰქონდა ანდრე დრამონდს - 17 ქულა, 11 მოხსნა.
ამ გამარჯვების შემდეგ, „კლივლენდი“ 29 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციას იკავებს.
***
სანახაობრივი მატჩი შედგა ოკლაჰომაში, სადაც „თანდერმა“ „ფილადელფიას“ უმასპინძლა და 122:112 დაამარცხა.
სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა რასელ უესტბრუკს - 37 ქულა, 9 მოხსნა, 14 გადაცემა.
ბრწყინვალე იყო სტივენ ადამსი, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 20 ქულა, 13 მოხსნა.
მასპინძელთა შორის ასევე გამორჩეული იყო პოლ ჯორჯი, რომელმაც 31 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა, 4 გადაცემა და 4 ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში.
„სიქსერსის“ მხრიდან ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯოელ ემბიდმა - 27 ქულა, 10 მოხსნა.
„ოკლაჰომა“ 30 მოგებითა და 20 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზე იმყოფება.
***
ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ჩიკაგო - მილუოკი 96:110
ჰიუსტონი - ფინიქსი 113:102
ნიუ ორლეანი - კლიპერსი 103:112
ტორონტო - ლეიკერსი 123:111
სან ანტონიო - საკრამენტო 113:98