კილიან მბაპე
Aa
Aa

„სამარცხვინოა“ | კილიან მბაპე 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში, „რეალი“ „ალავესს“ დაუპირისპირდა. შეხვედრის 38-ე წუთზე, „სამეფო კლუბის“ სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ ანტონიო ბლანკოს წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო. იწერებოდა, რომ ფრანგ ფეხბურთელს რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გამართლდა.

Marca-სა და Cope-ს მიხედვით, მბაპე 1 თამაშს გამოტოვებს. ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და კილიანი გუნდს მომდევნო მატჩში ვერ დაეხმარება. ასეთი სასჯელი განპირობებული იყო მთავარი მსაჯის, სესარ სოტო გრადოს მიერ, მოხსენებაში დაწერილი ფრაზით, რომ მბაპე ბურთისთვის იბრძოდა.

კილიანის 1-მატჩიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურნენ „ბარსელონაშიც“. „ბლაუგრანას“ ვიცე-პრეზიდენტმა, რაფა იუსტემ ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა: „ეს ვარდნა და სასჯელი სრული აბსურდია. შოკისმომგვრელი უხეშობა იყო და შეეძლო, მეტოქისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა. სამარცხვინოა“.

ცნობისთვის, „ბარსელონა“ და „რეალი“ საჩემპიონო რბოლაში არიან ჩართულნი და „ბლაუგრანა“ მოსისხლე მტერს 4 ქულით უსწრებს. „ბლანკოსი“ ლა ლიგაში მომდევნო შეხვედრას „ბილბაოსთან“ გამართავს, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე, „არსენალთან“ დაპირისპირება ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იცის, რაც მოხდება და არ უნდა, ისლამს ვეჩხუბო“ | ილიამ ხაბიბს უპასუხა
„იცის, რაც მოხდება და არ უნდა, ისლამს ვეჩხუბო“ | ილიამ ხაბიბს უპასუხა