მოთამაშეთა სრული სია და შეცვლილი წესები - ყველაფერი ALL STAR-ის შესახებ
18 თებერვალს, ლოს ანჯელესში „სტეიპლს ცენტრში“ NBA-ს ისტორიაში რიგით 67-ე ALL STAR-ის მატჩი გაიმართება.
წლევანდელ ALL STAR-ზე იქნება ცვლილება, რომელიც შოუს ელემენტებს ერთიორად გაზრდის.
კერძოდ, ქომაგებმა უკვე დაასახელეს აღმოსავლეთ (ლებრონ ჯეიმსი) და დასავლეთ კონფერენციის (სტეფ კარი) კაპიტნები, რომლებიც შემადგენლობებს უკვე თავად აირჩევენ და დააკომპლექტებენ.
ლებრონი და სტეფი გუნდებს ქომაგების, სპორტული ჟურნალისტებისა და კალათბურთელების მიერ მიცემული ხმების შედეგად გამოვლენილი კალათბურთელებისგან დააკომპლექტებენ.
ეს ცვლილება იმის გათვალისწინებით მოხდა, რომ ბოლო წლებში დასავლეთმა აღმოსავლეთი აშკარად დაჩაგრა და ამიტომ, წელს კაპიტნები შერეულ შემადგენლობებს აირჩევენ, რაც სანახაობის მხრივ უნდა ვაღიაროთ, რომ გაცილებით უკეთესი სანახავი იქნება.
აქვე გეტყვით, რომ არჩევის უფლება პირველად ლებრონ ჯეიმსს ექნება, რადგან საერთო ჯამში მან კარიზე მეტი ხმა მიიღო. ასე, რომ სასტარტოებს ჯერ „მეფე“ აირჩევს, ხოლო სათადარიგოებს პირველი სტეფი შეარჩევს.
დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულები ასე გამოიყურება: სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი), დემარკუს კაზენსი (ნიუ ორლეანი), კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი).

აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ასეთია: ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი), იანის ანტეტოკუმპო (მილუოკი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), კაირი ირვინგი (ბოსტონი), დემარ დეროზანი (ტორონტო).

უკვე ცნობილია სათადარიგო მოთამაშეთა ვინაობაც. მწვრთნელებმა არჩევანი შემდეგ კალათბურთელებზე შეაჩერეს:
აღმოსავლეთი: კრისტაპს პორზინგისი (ნიუ იორკი), ჯონ ვოლი, ბრედლი ბილი (ორივე ვაშინგტონი), კევინ ლავი (კლივლენდი), ალ ჰორფორდი (ბოსტონი), ვიქტორ ოლადიპო (ინდიანა), კაილ ლოური (ტორონტო),

დასავლეთი: კარლ-ენტონი თაუნსი (მინესტოა), კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი (ორივე გოლდენ სტეიტი), რასელ ვესტბრუკი (ოკლაჰომა), ჯიმი ბატლერი (მინესტოა), ლამარკუს ოლდრიჯი (სან ანტონიო), დემიან ლილარდი (პორტლენდი).

ტრადიციულად, მთავარ შოუმდე, ჯერ ახალგაზრდების მატჩი გაიმართება, რომელსაც მოჰყვება ეგრეთწოდებული „სქილ ჩელენჯი“, სამ ქულინების კონკურსი და ჩატენვები
საბოლოოდ, კაპიტნების მიერ არჩეული შერეული შემადგენლობები ცნობილი 25 იანვარს გახდება. ALL STAR-ს კი 16-18 თებერვალს ლოს ანჯელესი უმასპინძლებს.