მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

კეინს და აგუეროს დაეწია - სალაჰის მორიგი მიღწევა

კარიერაში მეშვიდედ - მოჰამედ სალაჰი ინგლისის პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. პროფესიონალ მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში 32 წლის ეგვიპტელმა კონკურენტებს სოლიდური უპირატესობით აჯობა და ყველა დროის რეკორდსმენებს გაუთანაბრდა. აქამდე ჩემპიონატის თვის MVP-ის პრიზი ყველაზე მეტჯერ, ექვს-ექვსჯერ სერხიო აგუეროსა და ჰარი კეინს ჰქონდათ მოპოვებული, რომელთაც ამის გაკეთება „მანჩესტერ სიტიში“ და „ტოტენჰემში“ ასპარეზობისას შეძლეს.

ისევე როგორც მთლიანად წლევანდელი სეზონი, თებერვალიც აფრიკელისთვის სუპერშედეგიანი გამოდგა - 6 შეხვედრაში მან 6 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც როგორც ბომბარდირთა, ასევე ასისტენტთა დავაში პოზიციები განიმტკიცა. რაც შეეხება „ლივერპულს“, 29 თამაშში დაგროვებული 70 ქულით მერსისაიდელები სატურნირო ცხრილს ლიდერობენ და მეორე პოზიციაზე მყოფ „არსენალს“, რომელსაც მათზე თამაშით ნაკლები აქვს გამართული, 15 ქულით უსწრებენ.

კვირას, 16 მარტს, „ლივერპულს“ მიმდინარე სეზონში პირველი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა - ინგლისის ლიგის თასის ფინალში მერსისაიდელები „ნიუკასლს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოტის ლივერპული - რა შეცვალა ნიდერლანდელმა წითლების თამაშში
სლოტის ლივერპული - რა შეცვალა ნიდერლანდელმა წითლების თამაშში