ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

თოფურია ტოპ 3-ში, მერაბის წინსვლა | UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა

UFC-ის ბოლო ღონისძიება UFC 313 იყო, რომლის მთავარი მოვლენაც ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევის საჩემპიონო დაპირისპირება გახლდათ. „პოატანმა“ ქვემძიმე წონითი დივიზიონის ქამარი ვერ დაიცვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

UFC 313-ის შემდეგ, Pound 4 Pound (ორგანიზაციის ტოპ 15 მებრძოლი, წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგი განახლდა და ქართველი მებრძოლები დაწინაურდნენ. ანკალაევთან წაგების შემდეგ, პერეირა 5 საფეხურით დაქვეითდა, რაც მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას წინსვლაში დაეხმარათ.

განახლებულ რეიტინგში, თოფურია ტოპ სამ მებრძოლს შორისაა და მესამე პოზიციას იკავებს. „ელ მატადორი“ მხოლოდ ისლამ მახაჩევსა და ჯონ ჯონსს ჩამორჩება. „მანქანა“ მეოთხე ადგილზე იმყოფება, მას კი დრიკუს დუ პლესი მოსდევს. ანკალაევი, რომელიც P4P-ის რეიტინგში არ იყო, მეექვსე პოზიციაზე დამკვიდრდა, ხოლო „პოატანი“, ბელალ მუჰამედის შემდეგ, მერვე გახლავთ.

პერეირას შემდეგ ალეშანდრე პანტოჟა, ტომ ასპინალი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ლეონ ედვარდსი, მაქს ჰოლოუეი, შონ ომალი და ჩარლზ ოლივეირა მოდიან. ანკალაევის დაწინაურების გამო, ტოპ 15-დან შონ სტრიკლენდი გავარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯონსი: ტიტულის იმაზე მეტი დაცვა მაქვს, ვიდრე ყველა მოქმედ ჩემპიონს ერთად
ჯონსი: ტიტულის იმაზე მეტი დაცვა მაქვს, ვიდრე ყველა მოქმედ ჩემპიონს ერთად