მერაბ დვალიშვილი, ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს“ - დვალიშვილი პერეირა VS. ანკალაევზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ქვემძიმე წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

რა თქვა „მანქანამ“:

„ეს საინტერესო ჩხუბი იქნება. ყველამ იცის, რომ ანკალაევი ძალიან ძლიერია, ნამდვილი ქილერია. ის კარგად ჩხუბობს დგომში, მაგრამ თუ პერეირას რამდენიმე ზუსტი „ლოუქიქი“ ექნება, მაგომედი კი მათგან თავს ვერ დაიცავს... ანკალაევთან ჩხუბში ბლახოვიჩსაც კარგი „ლოუქიქები“ ჰქონდა.

ვიცი, რომ ჭიდაობის მხრივ პერეირა უკეთესია. ანკალაევს ცაცია დგომი აქვს, რასაც ასევე ექნება მნიშვნელობა. ეს მაღალი დონის ჩხუბი იქნება, რომლის შედეგსაც დეტალები გადაწყვეტს“.

შეგახსენებთ, რომ ალექს პერეირას და მაგომედ ანკალაევის ჩხუბი 9 მარტს გამთენიისას გაიმართება და UFC 313-ის მთავარი მოვლენა იქნება.

პერეირა ქვემძიმე წონის ჩემპიონი 2023 წლის ნოემბერში გახდა და მას შემდეგ ტიტული სამჯერ - ჯამაჰალ ჰილთან, ირჟი პროხაზკასთან და ხალილ რანთრისთან დაიცვა.

რაც შეეხება ანკალაევს, ის UFC-ში 2018 წლიდან ჩხუბობს და სადებიუტო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ არავისთან წაუგია. მისი ბოლო ჩხუბი გასული წლის ოქტომბრით თარიღდება, როდესაც ანკალაევმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ალექსანდარ რაკიჩი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიღარიბე, ალკოჰოლიზმი და ღამის ცხოვრება - ალექს პერეირას განვლილი გზა
სიღარიბე, ალკოჰოლიზმი და ღამის ცხოვრება - ალექს პერეირას განვლილი გზა