ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

პერეირა ანკალაევზე: ის სხვა მეტოქეებისგან არ განსხვავდება

UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექს პერეირამ, რომელიც ქამარს მაგომედ ანკალაევის წინააღმდეგ დაიცავს, მეტოქეზე ილაპარაკა.

ბრაზილიელმა და დაღესტნელმა ბრძოლის წინ, პირისპირ დგომი და პრესკონფერენცია ჩაატარეს.

„არ ვფიქრობ, რომ ანკალაევი სხვა დანარჩენებისგან განსხვავდება, ვისთანაც მიჩხუბია, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია - მე ყველა დანარჩენისგან გამორჩეული ვარ. მჯერა თუ არა, რომ ის ყველაზე რთული მეტოქეა? მე ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი ამ ჩხუბის წინ. ანკალაევი ძლიერი გრეპლერია, მაგრამ მე ამაზე ბევრს ვმუშაობდი“, - თქვა პერეირამ.

შეგახსენებთ, რომ „პოატანისა“ და ანკალაევის ორთაბრძოლა თბილისის დროით, 9 მარტს გაიმართება. ბუკმეკერები ორივე მებრძოლს თითქმის თანაბარ კოეფიციენტებს აძლევენ და ბრაზილიელი მცირე ფავორიტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოკაუტით მეოთხე რაუნდში - ადესანიას პროგნოზი
ნოკაუტით მეოთხე რაუნდში - ადესანიას პროგნოზი